|
2017-11-10 18:00:23, 1952 ნახვა
ეკონომიკა
ევროკომისია სამეწარმეო და ტრანსპორტის სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს
ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია კონკრეტულად იმ მიმართულებების შესახებ, რომლებშიც საქართველომ პროგრესს მიაღწია. მათ შორის აღნიშნულია სამეწარმეო კანონმდებლობის, ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკის განხორციელების და ტრანსპორტის სფეროში არსებული დადებითი ტენდენციები. „ანგარიშში სამეწარმეო კანონმდებლობის კუთხით აღნიშნულია, რომ განხორციელდა რეგულირების გავლენის შეფასება მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა კანონის პროექტის შედარება შესაბამის ევროპულ დირექტივებთან და ასევე, კანონის პროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასება. დოკუმენტში საუბარი ასევე შეეხება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2017 წლის აპრილში მთავრობამ დაიწყო სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ის შესაძლებლობებით სარგებლობას. ამასთან, მთავრობა გეგმავს „ბიზნეს სახლი"-ს შექმნას ბიზნესისთვის საჭირო სახელმწიფო სერვისების ერთი სარკმლის პრინციპით მიწოდების უზრუნველსაყოფად. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ DCFTA-ის შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებისთვის შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას საკანონმდებლო და პრაქტიკული ინფორმაციის მიღების მიზნით. ვებ-გვერდი ფუნქციონირებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის მიზნით კი, მათ შორის მათი ინტერნაციონალიზაციის პროცესის ფასილიტაციისთვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ქართველი მეწარმეების ხელმისაწვდომობას ევროპის მეწარმეთა ქსელზე (EEN). შეიქმნა DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონში. რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო 2017 წლის სამოქმედო გეგმა გზების უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად. სამოქმედო გეგმა მოიცავს შესაბამის ზომების გატარებას როგორც საკანონმდელო, ისე ტრასპორტის პოლიტიკის გზით, მათ შორის ინვესტირებას საგზაო უსაფრთხოების და ავტომობილების პერიოდული გზაზე ვარგისობის ინსპექტირების შემოღების კუთხით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)