|
2017-11-10 17:08:07, 1722 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია შსს-ს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს
2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშში ხაზგასმულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ევროკომისია მაღალ შეფასებას აძლევს 2017 წლის აპრილში საქართველოს შსს-ს მიერ ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის და სხვა არალეგალური ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველში შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2017 – 2018 წლების სამოქმედო გეგმა. ევროკომისია დადებითად აფასებს შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს „კანონიერი ქურდების“, ასევე, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ანგარიშში, ასევე, ყურადღება ეთმობა შსს-ს პროექტებს - ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია. ევროკომისიის შეფასებით, 2017 წელს საქართველომ წარმატებით გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე, როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა. ანგარიშის თანახმად, გრძელდება რეფორმები საზღვრის მართვის სფეროში, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და დამატებითი სასაზღვრო სექტორების შექმნის კუთხით. დოკუმენტში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კონტექსტში, საუბარია საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციაზე, ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ კამპანიებზე, რის შედეგადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობის რაოდენობა გაიზარდა. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ პოლიციის დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით დაინერგა შესაბამისი მექანიზმები. ევროკომისია, ასევე, წარმატებულად მიიჩნევს შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. (NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)