|
2017-11-10 16:42:27, 1886 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მერიის თასის“ გათამაშების ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება
კვირას, 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, 35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონზე -"მარაკანა", ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - „თბილისის მერიის თასი“-ს გათამაშების ფინალი გაიმართება. თასის გათამაშებამ სტარტი აპრილში აიღო. მასში მონაწილეობას იღებდა თბილისის 30 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, რომლებიც, ამავდროულად „თბილისის ლიგა 2017“-ის მონაწილეები იყვნენ. ფინალისტი გუნდები - სამოყვარულო საფეხბურთო კლუბები "ნახალოვკა" და "35-ე თბილისი" - ოლიმპიური სისტემით გამოვლინდნენ. გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, გადაეცემა სიმბოლური და ფულადი პრიზები. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი 18 ნოემბრიდან ჩაერთვება „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალურ ეტაპზე, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს 16 საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი. სეზონის ბოლოს თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „თბილისის მერიის სუპერთასი“-ს მოსაპოვებლად. დასწრება თავისუფალია. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
(R)
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)