|
2017-11-10 11:22:47, 1792 ნახვა
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურს, შეიცვალა 6 ერთეული ფარი, გაკეთდა 4 ერთეული ახალი ტუმბო აგრეგატი, ასევე, გარემონტდა წყალაღების კვანძი. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის - დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას 1384 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი. პროექტს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. მისი ღირებულება 550 000 ლარს შეადგენს. 2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 6741 ჰექტრამდე გაიზარდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)