14:40 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 11:03:12, 1831 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომში ბინა 8 დევნილ ოჯახს გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომში, 8 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ბორჯომში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად,  ნგრევად ობიექტში ცხოვრობდნენ. 

უწყების ცნობით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ყოფილი სანატორიუმის შენობის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და იქ მცხოვრებ 55 ოჯახს ბინები გადასცა. 

დარჩენილ 8 ოჯახზე დამატებითი მოკვლევის სამუშაოები მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელი ფართები ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში მიიღეს. 

ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების  განსახლება სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე,  საქართველოს მასშტაბით 80-მდე ასეთი ობიექტი დაიხურა.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics