06:38 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 17:16:05, 1969 ნახვა

საზოგადოება
ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

სამებაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. ჩარკვიანის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

ჯანსუღ ჩარკვიანი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

შეგახსენებთ, ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ოქტომბერს, გამთენიისას გარდაიცვალა. იგი ინსულტის დიაგნოზით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რამდენიმე დღის წინ ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ამასთან  პოეტს ფილტვის პნევმონიაც დაუდგინდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ „ცისკრის” მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას” მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი