|
2017-11-09 16:16:57, 2098 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორიამ RSM-ის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში RSM-ის („მტკიცე მხარდაჭერის“ მისია) ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ნატოს შტაბ-ბინაში RSM-ის ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს, თუ როგორ გახდეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო 2018 წელს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას იმავე რაოდენობით გააგრძელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სანდო პარტნიორია და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული რჩება. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილი კიდევ ერთხელ ხაზგამით აღინიშნა და ქართველი ხალხის, ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, RSM-ის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა. (NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)