|
2017-11-09 13:34:01, 2067 ნახვა
სამართალი
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ნაწყვეტების ჩვენება მოეწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცის" რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ესტუმრა და ფილმის ნაწყვეტების ჩვენება გაიმართა. ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმის ნაწყვეტების ჩვენება პირველად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. ფილმზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და ის კინოთეატრებში უახლოეს მომავალში გამოვა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ჩვენების დასრულების შემდეგ ვიქტორინა გაიმართა. სტუმრებმა მსჯავრდებულებს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ დაუსვეს კითხვები. სწორი პასუხების ავტორებმა სტუმრებისგან საჩუქრები მიიღეს. რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ აღნიშნა, რომ ფილმის ნაწყვეტების ჩვენება ქალბატონებისთვის საინტერესო, ხოლო შემოქმედებითი ჯგუფისთვის - მსჯავრდებულთა ემოციები და შეფასება მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. მისი თქმით, ის მზად არის, მომავალშიც ითანამშრომლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა დაწესებულებებში მსგავსი კულტურული აქტივობების გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ფილმი ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა. არანაკლებ საინტერესო იყო ფილმის დასრულების შემდეგ გამართული დისკუსია და ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობაზე საუბარი. მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ქალბატონებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემისათვის. მსგავსი შეხვედრები დაწესებულებაში ხშრად ტარდება“, - აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება, რაც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)