14:41 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 11:13:44, 2048 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაშავდა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაშავდა.

”ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მებრძოლი მუცლის არეშია დაჭრილი და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

”ერთი ჯარისკაცია დაშავებული, საკმაოდ მძიმე ჭრილობა აქვს მუცლის არეში. შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს სროლის შედეგად მიიღო მუცლის არეში ჭრილობა. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, ჯერჯერობით შედეგს ველოდებით. ახლაც მიმდინარეობს ბრძოლები, არ შეჩერებულა. ჩვენ ახლა ვართ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პოზიციაზე, ფრონტის ხაზზე და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალიან სერიოზული შეტაკებებია. ყოველდღიურად 2-3 ადამიანი იღუპება”, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

"კურიერის" ინფორმაციით, ქართველი სამხედრო ამ დროისთვის კომაში იმყოფება. ოჯახი ჯერ-ჯერობით ინფორმირებული არ არის, ამდენად დაშავებულის სახელი არ კონკრეტდება.

ინფორმაციას ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics