15:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 17:55:04, 1759 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების კუთხით, ძალიან ბევრი რეფორმა გატარდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარტვილის მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, ადგილობრივ ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ალექსანდრე გრიგალავას გამარჯვება მარტვილისა და მთელი საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს.

„ჩვენ მოვახერხეთ და საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ. ამის შემდეგ, ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ყოველმა მეორე ამომრჩეველმა - 56%-მა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ეს თითოეული ჩვენგანის ძალისხმევისა და ერთად დგომის შედეგია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის კონკრეტული გეგმები აქვს, რაც თითოეულ რეგიონზე დადებითად აისახება.

„ამ კუთხით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდება, რომელიც თითოეულ რეგიონზე და მათ შორის, მარტვილზე დადებითად აისახება. მინდა ალექსანდრე გრიგალავას წარმატება ვუსურვო. მან გასული ოთხი წლის განმავლობაში, მარტვილისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ახლა მოსახლეობის მხრიდან ძალიან მაღალი მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ალექსანდრე გრიგალავა ახალ თანამდებობას განახლებული ენერგიით შეუდგეს და მარტვილის განვითარებაზე იზრუნოს“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ მარტვილელ ამომრჩეველს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics