|
2017-11-08 13:38:13, 2022 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი FAO-ს ექსპერტს არტურ შამილოვს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს, ფიტოსანიტარიული საკითხებში ექსპერტს, არტურ შამილოვს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში მცენარეთა მავნე ორგანიზმების მონიტორინგის ეროვნული სისტემის შექმნის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერებას, მავნე ორგანიზმების განვითარების მონიტორინგისა და პროგნოზის ეროვნული სისტემისთვის მონაცემების შეგროვების სისტემის გაუმჯობესებას. ასევე, გაძლიერდება მცირე ფერმერების შესაძლებლობები და უნარები მცენარეთა ადაპტირებასა და გამოყენებაში, მოხდება დაცვის ინტეგრირებული მეთოდების პოპულარიზაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)