|
2017-11-08 12:20:56, 1928 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს „ადვოკატთა ასოციაციას და თითოეულ ადვოკატს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება შეუძლებელია ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე. ადვოკატის თავისუფალ პროფესიას თავისუფალი ადამიანები ემსახურებიან. ეს ფაქტი ამ პროფესიის განსაკუთრებული ხიბლი, პატივი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია ვითარდება და აქტიური სამოქალაქო პოზიციებით გამორჩეული ინსტიტუტია. მე გავაგრძელებ ამ ინსტიტუტის მხარდაჭერას იმ რწმენით და იმედით, რომ ძლიერი ადვოკატთა კორპუსი იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უფლება სათანადოდ იყოს დაცული. მჯერა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რაც დანერგა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა შენარჩუნდება და გაძლიერდება“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)