13:44 - 14 Aug, 2026
|
2017-11-07 16:41:13, 2283 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს კიდევ ორი მიწის ნაკვეთი და მოძრავი ქონება გადაეცა
საპატრიარქოს პირდაპირი განკარგვის ფორმით კიდევ ორი მიწის ნაკვეთი გადაეცა. კერძოდ, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა თბილისში, ბეთლემის ჩიხი #9-ის მიმდებარედ არსებული 19 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ასევე გომის ქუჩის მიმდებარედ არსებული 249 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემას. ამასთან, საპატრიარქოს გადაეცა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (სამშენებლო მასალა). საკრებულოს სხდომა გრძელდება. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)