|
2017-11-07 14:35:19, 1876 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა, რომელიც ვარშავაში 7-9 ნოემბერს შედგება. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისა და ანდჟეი დუდას პირისპირ საუბარი გაიმართება. პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად - გაფართოებული შემადგენლობით და ქართველი და უცხოური მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ბეატა შიდლოს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება. 9 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)