|
2017-11-07 13:05:14, 1909 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე ონიანზე: ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტპატიმარი
‘’ჩვენ გვყავს, მორიგი პოლიტპატიმარი ამჯერად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“,-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთას. მისი თქმით, ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ გოგა ინიანი გათავისუფლდეს: „ ხელისუფლებაში ხუთი წლის თავზე, ივანიშვილი კვლავ განაგრძობს ოპონენტებზე პოლიტიკურ ზეწოლას. ამჯერად მათი სამიზნე გახლავთ ადვოკატი და პოლიტიკოსი გოგა ონიანი, რომელიც „ამხილეს“ წლების წინ, ვითომდა ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე . ამდენი წლის განმავლობაში, ჩადების ამდენ გახმაურების შემთხვევაზე, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის საქმე გამოარჩიეს. საქმის მიხედვით, ონიანის თანამზრახველ პოლიციელებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ხელისუფლების ვერსიის თანახმად საქმეში, არ წაუყენეს ბრალი და არ დაისაჯნენ და მათ განრიდება გაუეკეთეს, სისტემაში დატოვეს, რითაც ე.წ. სასამართლოს შერჩევითობა არის პრაქტიკულად ყველასთვის თვალნათელი . მესამე რაც უნდა აღინიშნოს არის,ის რომ საქმის მთავარი მოწმე ღიად საუბრობდა, რომ პროკურატურა ახორცილებდა მასზე ზეწოლას და პრაქტიკულად მტკიცებულებების თვალსაზრისით არის უსუტესი საქმე. მთავარი რატომაც ხელისუფლება ამაზე წავიდა, აშკარა უკანონობაზე არის ის, რომ საჩივრის ავტორი ბერა ივანიშვილის ახლობელია.,ამით ხელისუფლება აკეთებს იმის დემონსტრირებას,რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირსიპირდება, სამაგალითოდ დაისჯება. ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტპატიმარი ამჯერად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ევროპული საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გოგა ინიანი გათავისუფლდეს’’ - აღნიშნა ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ, სასამართლომ ადვოკატი გიორგი ონიანი დამნაშავედ სცნო. მას ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა. მასვე 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება. სამართალდამცველებმა ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ცნობისთვის, პროკურატურა თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ონიანს დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავება. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, 2011 წლის 15 ოქტომბერს, გიორგი ონიანმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, უწყების ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, ამავე სცენარით უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (საზოგადოებისთვის ცნობილი ზედმეტსახელით დიჯეი რემბო)
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)