|
2017-11-07 09:43:17, 1631 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სანაპირო დაცვისა და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი საზღვაო ბწვრთნები ჩატარდა
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს SNMCMG2 ხომალდებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივი საზღვაო წვრთნების დაწყებამდე, სააბორდაჟო ოპერაციის დაგეგმარების პროცესის განხილვა და სააბორდაჟო ჯგუფის მოსამზადებელი სწავლება გაიმართა. ერთობლივი წვრთნები მოიცავდა საზღვაო მანევრებს და აბორდაჟის ოპერაციებს, რაც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობს. წვრთნებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 ერთეული და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 4 ხომალდი მონაწილეობდა. აღნიშნული წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)