|
2017-11-06 17:26:26, 2044 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა მიმდინარეობს
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონში სანერგეები დაათვალიერეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში შეძლებს ჩართვას, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთი ცენტრი უფასოდ ახორციელებს. კვალიფიციურობის დადგენის პროცესში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობამ სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურში უნდა გააკეთოს განაცხადი, რის საფუძველზეც სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ. ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსი, ნიადაგი) და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, გაიცემა სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნერიო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.
(NS)
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)