|
2017-11-06 16:05:08, 2036 ნახვა
სამართალი
N16 პენიტენციურ დაწესებულებას „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ
სასჯელაღსრულების N16 პენიტენციურ დაწესებულებას „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საზოგადოება მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას უდგას სათავეში. „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს ტაძრის მშენებლობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში წარუდგინეს, თუ რა გაკეთდა 2010 წლიდან დღემდე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიმართულებით. მსჯავრდებულებს სტუმრებმა ორი დოკუმენტური ფილმი წარუდგინეს, რომელიც შეეხებოდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებასა და ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის დაწერას. „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა წევრმა, რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანები ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ამიტომაც მათთვის ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. „პენიტენციურ დაწესებულებაში მოსვლის მიზანი იყო აქ მყოფ ადამიანებთან გასაუბრება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რას ემსახურება მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსისა და საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა,“- განაცხადა ლევან კოღუაშვილმა. ღვთისმეტყველების მეცნიერებათა მაგისტრი „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენელი გიორგი გვასალია კი აცხადებს, რომ საჭიროა საზოგადოებამ სწორად გაიგოს მახათას მთაზე მშენებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსისა და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას რა დატვირთვა აქვს. შეხვედრის დასასრულ, მსჯავრდებულებმა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)