12:47 - 14 Aug, 2026
|
2017-11-05 16:23:49, 1943 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დუშეთში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს დაესწრო, სადაც ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი 2017 წელს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა, როცა ატაცში 217 კილოგრამი დაძლია, დღეს კი რეკორდი გააუმჯობესა და ატაცში 220 კილოგრამი დაძლია. ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია, რაც ატაცთან ჯამში, ორჭიდში მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს და რომლითაც ლაშა ტალახაძემ ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ქართველმა ძალოსანმა დღეს საქართველოს ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. გიორგი მარგველაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა, ჯილდო გადასცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)