|
2017-11-04 18:17:45, 2217 ნახვა
სამართალი
შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე ეწვია
ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით ცენტრის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. JMOC–ის წარმომადგენელმა ნატოს დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და არსებული ინფრასტრუქტურა გააცნო. შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით შეიქმნა. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს. ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა. ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)