|
2017-11-04 16:06:16, 2105 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის ფერდობზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სრულდება
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობის რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება. ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა ვაკის N 03 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბირბიჩაძემ დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ ფიტნეს ზონა ეწყობა - ადგილზე 10 სავარჯიშო მოწყობილობა დამონტაჟდა. ამავე ტერიტორიაზე შიდა ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს - განახლდა საბავშვო მოედანი, შეკეთდა მოსასვენებელი სკამები, განთავსდა ურნები, მოპირკეთდა ბილიკები. კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს IV მ/რ-ში, თბილბინრემშენის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის 21 კორპუსის ტერიტორიაზე შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია სრულდება, რის შემდეგაც აღნიშნულ მისამართზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. (NS)
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)