|
2017-11-04 11:49:49, 1816 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი: ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა ნატო-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს. ერთობლივი პრესკონფერენცია გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. შს მინისტრმა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ნატო-ს საპორტო ვიზიტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობას და ალიანსის მუდმივმოქმედ ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო შენაერთს. მინდა, მადლობა გადავუხადო ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟონს იმისთვის, რომ დღეს ჩვენს გვერდითაა. მისი სტუმრობა ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის უდავო დასტურია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გახლავთ ნატო-ს საზღვაო შენაერთის მესამე ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია. მოგეხსენებათ, ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებასა და ზღვაზე სამართალდაცვითი საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი, წამყვანი უწყება გახლავთ შსს-ს სასაზღვრო პოლიცია. ამდენად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს ვნერგავთ, მათ შორისაა, ერთიანი საზღვაო სურათის შექმნა და უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება. ამ კუთხით, აღსანიშნავია შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი, რომლის შემდგომი განვითარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აქტიურად მიმდინარეობს სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზების პროცესიც. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველვყოთ ალიანსთან ურთიერთთავსებადობა“,- განაცხადა შს მინისტრმა. პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისმა და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა, ჯასთინ ჰეინისმა უპასუხეს. ერთობლივ პრესკონფერენციამდე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) გემების მეთაურები წარუდგინა და საფლაგმანო ხომალდზე - „REGELE FERDINAND“ უმასპინძლა. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)