|
2017-11-03 17:13:10, 2094 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი: ხელფასები და გადასახადები იმაზე ადრე შევამცირეთ, ვიდრე ვინმე გვეტყოდა
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორში ხელფასების კლებაზე, ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ 2016 წელს, როდესაც 2017 წლის ბიუჯეტი გამოვიტანეთ განსახილველად. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ხელფასებს შევამცირებდით და ასეც მოვიქეცით. დღეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული ამ მიმართულებით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 370 მილიონი ლარი კერძო სექტორს დაუტოვეს. „როდესაც ჩვენ გადასახადების შემცირებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. 2017 წლიდან შევცვალეთ მოგების გადასახადის მოდელი, შედეგად, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 370 მლნ ლარი დავუტოვეთ კერძო სექტორს. ეს ის ფულია, რომელიც კერძო სექტორს სჭირდებოდა და სჭირდებოდა იმისათვის, რომ მათ აღნიშნული ფულით მოეხდინათ გარკვეული „ბუფერების“ შექმნა, ნაწილობრივ სესხის გასტუმრება, რეინვესტირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ 2016 წელს ამ ინიციატივას ვაანალიზებდით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის შეკითხვას გადასახადების შემცირების თაობაზე. „როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ უნდა შევამციროთ გადასახადები, ჯამში ესაა 500 მილიონი, რომელიც ჩვენ ბიუჯეტს უნდა დავაკლოთ. თქვენ ვერ მოახდენთ საბიუჯეტო ხარჯის შემცირებას ისე, რომ მნიშვნელოვნად არაფერი გააფუჭოთ ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხელფასების შემცირებაზე, ჩვენ ეს მანამდე გავაკეთეთ, ვიდრე ვინმე ამის თაობაზე გვეტყოდა. იგივე შემიძლია გითხრათ გადასახადების შემცირებასა და ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაზე. ამაზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში წერია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)