|
2017-11-03 15:46:35, 2342 ნახვა
საზოგადოება
რა საბუთებია საჭირო სახელის ან გვარის შესაცვლელად
საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეიცვალოს სახელი ან/და გვარი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელის ან/და გვარის შეცვლის შემდეგ პირს მონაცემი (სახელი ან/და გვარი) ეცვლება, ხოლო დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი, უცვლელი რჩება. რეგისტრაციის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს. სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისთვის წარმოსადგენი საბუთებია: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; განმცხადებლის დაბადების მოწმობა; განმცხადებლის ქორწინების მოწმობა, თუ განმცხადებელი დაქორწინებულია; განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები; მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია; 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის თანხმობა სახელის ან/და გვარის შეცვლაზე; გვარის შეცვლის შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია: მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება ვადებს და ღირებულებას, მოწმობის 45-ე კალენდარულ დღეს აღების შემთხვევაში, მომსახურების საფასური 55 ლარია, 30-ე დღეს - 155, მე-15 დღეს - 225, ხოლო მე-10 დღეს 355 ლარი. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები. მომსახურების საფასურის 10% -ით გადახდისაგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)