|
2015-05-04 18:52:50, 497 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის ელჩი: ყარაბაღში ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი ოფიციალური არ ყოფილა
სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი ყარაბაღში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის ვიზიტის გამო განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორც ვარდანიანმა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, ეს ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა და ბიბილოვი მთიანი ყარაბაღის სპიკერმა არჩევნების გამო მიიწვია. "სომხეთის მხრიდან ოფიციალური არაფერი ყოფილა. სწორედ ეს განვუცხადე მინისტრის მოადგილეს. მათ ჩემი გაიგეს. ვწუხვარ, რომ ყველა ფურცელი მინისტრის მოადგილესთან დავტოვე, თორემ წაგიკითხავდით. მთიანი ყარაბაღის სპიკერის მიწვევით იყო ჩასული. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ იქ ახლა საპარლამენტო არჩევნებია და ის ამასთან დაკავშირებით ჩავიდა", - განაცხადა იური ვარდანიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე გიგი გიგიაძემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარის“ შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი ეწინააღმდეგება საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს. მინისტრის მოადგილემ ასევე გაკვირვება გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს და აღნიშნა, რომ მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირების მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ხასიათის კომუნიკაცია ქართული მხარისათვის სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მთიან ყარაბაღში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოსურმა მედიამ გაავრცელა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)