|
2017-11-03 10:11:07, 2012 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება
დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა. კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება. „საუბარია სამ მიმართულებაზე- მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, ვაგონების განახლებაზე ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50-წლიანი გარანტია; ასევე აუცილებელია კომუნიკაციების - ელექტროგაყვანილობა, საჰაერო, სახანძრო და წყალსაქაჩი სისტემების მოწესრიგება“, - განმარტა თბილისის არჩეულმა მერმა. კახა კალაძის თქმით,მნიშვნელოვანი იქნება მეტროპოლიტენი სვიზუალური მხარეც-ერთიანი დიზაინის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყება მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგური "გურამიშვილი" ორი დღით დაიკეტება, რათა მეტროსადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)