|
2017-11-02 17:25:40, 1962 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ახალგაზრდა „სტარტაპერებს“ პროექტის განხორციელებაში დაეხმარება
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრული პროექტის განხორციელებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიას სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია – ჯესსის მოსწავლეთა კლუბი ეწვია და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მოსწავლეთა კლუბი დაინტერესებულია შექმნას ისეთი მოწყობილობა, რომელიც იქნება მარტივი გზა საკვები პროდუქტების გამოსაკვლევად. თავის მხრივ, ლაბორატორია მოსწავლეებს გაუწევს საკონსულტაციო დახმარებას და მოსწავლეებს პროექტის განხორციელების პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრის დროს, აია – ჯესსის მოსწავლეთა კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების წახალისება და დამწყები პროექტების ხელშეწყობა. (NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)