19:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 13:10:42, 2770 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქარდავას არასდროს შეხვედრია, პრეზიდენტობის დროს იგი ორჯერ დააჯილდოვა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომელიც გუშინ უკრაინაში დააკავეს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორჯერ დააჯილდოვა.

კერძოდ, 2010 წლის 20 დეკემბრის განკარგულების თანახმად, სააკაშვილმა ქარდავას ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენი გადასცა.

2012 წელს, კი მეგის ქარდავამ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის სააკაშვილისგან ღირსების ორდენი მიიღო.

ამის მიუხედავად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქარდავას პირადად არ იცნობს და მისი არსებობის შესახებ პრესიდან შეიტყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics