|
2017-11-02 12:05:48, 2071 ნახვა
სამართალი
გოგაძე: მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი 1 წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს
„უკრაინული კანონმდებლობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ პროცესი 1 წელზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, თუმცა წინასწარ ვადებზე საუბარი ძნელია“, - ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავებას. გოგაძის განმარტებით, ქარდავას საექსტრადაციო პატიმრობა უკვე შეეფარდა. „მეგის ქარდავა დაკავებულია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. კონკრეტულად, რომელმა უწყებამ დააკავა მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი გვაქვს ეს ნაკლებად საინტერესო იყო ჩვენთვის. მთავარია, რომ ის წარსდგა სასამართლოს წინაშე. შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა. ამაზე იმსჯელებს სასამართლო მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. უკრაინული კანონდებლობის გათვალისწინებით სავარაუდოდ, 1 წელზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, თუმცა წინასწარ ვადებზე საუბარი ძნელია“,-განუცხადა „იმედს“ გიორგი გოგაძემ. შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)