|
2017-11-02 11:09:01, 1920 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა და KfW-ს შორის საფინანსო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას 910 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა. აღნიშნული გრანტი მოხმარდება 100 მლნ. ევროს ოდენობის ახალი სესხის მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ: ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას და ტექნიკურ დახმარებას დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, ხოლო სესხით დაფინანსდება ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში 2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება. (NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)