|
2017-11-01 14:39:53, 1673 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ხარისხის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და პირველ ათეულშია
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2018”-ის მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების ხარისხის მიხედვით მე-16 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა. ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა. უწყების მიერ ბოლო წლების განმავლობაში სისტემის სწორად ფუნქციონირებამ განაპირობა ამჟამინდელი წარმატება. Doing Business 2018 ანგარიშის მიხედვით, დაწინაურდა გადახდისუუნარობის პროცესის მართვის მაჩვენებელიც. მსოფლიო მასშტაბით, საქართველომ გადახდისუუნარობის კომპონენტში 106-ე ადგილიდან 57-ე ადგილზე გადმოინაცვლა. მაჩვენებლის გაუმჯობესების საფუძველს საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილები წარმოადგენს. განხორციელებული რეფორმების შედეგად გამარტივდა კრედიტორისა და მოვალისთვის გადახდისუუნარობის პროცესი, მოვალისთვის გაიზარდა რეაბილიტაციის შესაძლებლობა, გადახდისუუნარობის სერვისის ხელმისაწვდომობა, პროცესში კი მხარეთა ჩართულობა და ინფორმირებულობა.
(NS)
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)