|
2017-10-31 18:39:37, 1991 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება და 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის ბენეფიციარად ჯამში 979 ადამიანი დარეგისტრირდა. შოთა რეხვიაშვილის თქმით, 2017 წლიდან პროგრამა უკვე საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს და ყველა რეგიონში ხორციელდება. დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და მათი რეკომენდაციები მოისმინა. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა, სახელმწიფოს დაფინანსებით, 2015 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა გულისხმობს სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას (4000 ლარის ფარგლებში), სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. (NS)
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)