|
2017-10-31 18:31:25, 1921 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს დათო ტურაშვილი ესტუმრა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ მწერალი დათო ტურაშვილი ესტუმრა. შეხვედრა პროექტის -„დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები დაესწრნენ. მწერალმა მოზარდებს ახალი წიგნი - „ტყეების მეფე“ (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე) წარუდგინა. ავტორმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა; შეხვედრის დასასრულს კი - ახალგაზრდებს „ტყეების მეფე“ საჩუქრად გადასცა. პროექტი „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ახორციელებს წამების, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრი (GCRT) სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდასთან“ პარტნიორობით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)