|
2017-10-31 14:28:47, 1729 ნახვა
საზოგადოება
ფრანგი ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურების გაუმჯობესებაში ჩაერთვებიან
მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების პროცედურების ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თესლისა და სარგავი მასალის ეროვნული ინტერპროფესიონალური ჯგუფის (GNIS) მიწვევით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის თანამშრომლები ქალაქ პარიზში იმყოფებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ფრანგულმა მხარემ საქართველოს წარმომადგენლებს საფრანგეთში არსებული სერტიფიცირების სისტემა, ნაციონალური კატალოგი და კატალოგში ჯიშთა შეტანის წესის მარეგულირებელი დოკუმენტები გააცნო. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში არსებული სერტიფიცირების სისტემაც. აღსანიშნავია, რომ თესლისა და სარგავი მასალის ეროვნული ინტერპროფესიონალური ჯგუფის (GNIS) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ფრანგი და ქართველი სპეციალისტები თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ფრანგი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად იმ კანონქვემდებარე აქტების მომზადებასა და პროექტების შექმნაში ჩაერთვებიან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურებს გააუმჯობესებს.
(NS)
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)