13:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 09:02:57, 2068 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად ესტუმრება.

კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც ესტონეთის სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზნესმენები იქნებიან.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს გაიმართება, რის შემდეგაც ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში.

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ქართველი და უცხოური მედიის კითხვებს უპასუხებენ. სასახლეშივე შედგება, ასევე, ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაც.

კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ - ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა.

კერსტი კალიულაიდი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს.

ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics