|
2017-10-30 17:59:37, 1817 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ქვეყნის განვითარების პოლიტიკაცაა
„ჩვენ შეგვიძლია მეტის გაკეთება და ნამდვილად არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვცდილობთ მივიღოთ უფრო მეტი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ამით შევქმნათ მეტი შესაძლებლობები ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არისევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა" – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ GCSD–ის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ევროპული ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საბოლოო მიზანს ევროკავშირში წევრობა წარმოადგენს და სხვა ალტერნატივები არ განიხილება. მინისტრის შეფასებით, ეს ფანჯარა იმშემთხვევაში გაიხსნება თუ საქართველო მზად იქნება ამისთვის, ხოლო მთავრობააღნიშნულის მისაღწევად აქტიურად აგრძელებს კომუნიკაციას ევროპელპარტნიორებთან და ევროკავშირთან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდიუნკერის განცხადებაზე ორგანიზაციის გაფართოების საკითხებზე, რა დროსაც მან ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი კომისია იქნება გაფართოებაზე ორიენტირებული. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ევროკავშირის ორიენტაცია გაფართოებაზე ახალ შესაძლებლობებს აჩენს და საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანა იდგეს ამ დღის წესრიგში და განიხილებოდეს აღნიშნულ კონტექსტში. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის"სამიტის მოლოდინებზე და აღნიშნა, რომ სამიტს საქართველო კარგ ფორმაში ხვდება. მინისტრის შეფასებით საქართველოს მზაობა გულისხმობს იმას, რომ „აღმოსავლეთპარტნიორობის" ფარგლებში 2009 წელს დაგეგმილი და დასახული ძირითადიმიზნები საქართველომ და ევროკავშირმა შეასრულეს, რაც მოიცავს ასოცირებისშეთანხმების გაფორმებას და მის იმპლემენტაციას, თავისუფალი ვაჭრობის სივრცისშესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, ვიზალიბერალიზაციას, ენერგეტიკულგაერთიანებაში გაწევრიანებას და სხვა. „ევროპული ინტეგრაცია დღეს აღარ არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკისპრიორიტეტი, არამედ იქცა შიდა პოლიტიკის პრიორიტეტად. ეს არის საქართველოსმთავრობის მხრიდან გაცხადებული პოლიტიკა და ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელადმივყვებით" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)