|
2017-10-30 15:57:24, 1711 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ბრუნო ბალვანერას შეხვდა
თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ნარჩენების მართვისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს. კახა კალაძის თქმით, ის მაქსიმალურად გამოიყენებს გარდამავალ პერიოდს იმისთვის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ნაყოფიერი შეხვედრები განაგრძოს. „საუბარი გვქონდა თუ რა მიმართულებით შეუძლიათ დახმარება და დაფინანსება. გამოიყო რამდენიმე მიმართულება. ეს არის მეტროს რეაბილიტაცია - როგორც მეტროს სადგურების და ვაგონების, ასევე, თვითონ კომუნიკაციების. ასევე, ქალაქის ლედ განათებებზე გადაყვანა. ასევე, ძალიან აინტერესებთ და ჩართულები იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტში. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მალე ყველაზე ლამაზი ქალაქი გვექნება, მოწესრიგებული, სუფთა და ინფრასტრუქტურულად განახლებული. ჩვენ - მე და ჩემი გუნდი, მზად ვართ მუშაობისთვის, წინ საკმაოდ საინტერესო ოთხი წელი გველოდება და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით და ჩართულობით ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა კახა კალაძემ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორის ბრუნო ბალვანერას განცხადებით, თბილისის მერობის გამარჯვებულ კანდიდატთან კონკრეტული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. „ახლახან დასრულდა მუშაობა მწვანე ქალაქის ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მრავალ მიმართულებას, მათ შორის პარკინგს, სატრანსპორტო პოლიტიკას, ენერგიის მოხმარების გზებსა და სხვა საკითხებს მოიცავს. ბატონ კალაძესთან დისკუსიის მიზანი იყო გადაგვეწყვიტა, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სამომავლოდ. ჩვენ განვსაზღვრეთ პრიორიტეტები და ვგეგმავთ გავაგრძელოთ მუშაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და ქუჩის განათების მიმართულებით. რაც შეეხება ამ უკანასკნელ პროექტს, მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება ქუჩები უკეთ განათდეს და ამავე დროს ელექტროენერგია დაიზოგოს“, - აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ. კახა კალაძე უკვე შეხვდა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებსაც. თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატის განცხადებით, ის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს დედაქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელებას. (NS)
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)