22:06 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 11:37:21, 1895 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე: ვთვლი, რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადაიდგას

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას ეხმაურება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირება სამართლებრივ კონტექსტს განეკუთვნება და თვლის რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი არის ცალსახა. ის სამართლებრივ კონტექსტს განეკუთვნება, აქვს სამართლებრივი განზომილება და ვთვლი, რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილება და ამისათვის უწყებამ საჭირო საბუთების შეგროვება დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics