10:10 - 14 Aug, 2026
|
2017-10-28 13:56:58, 2439 ნახვა
საზოგადოება
ნატა ძველიშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ქარტიის საბჭომ ნატა ძველიშვილი მეორე ვადით აირჩია. მან საბჭოს წევრთა 7 ხმა მიიღო, მეორე კონკურსანტმა, ირმა ზოიძემ კი - 1 ხმა. ორივე მათგანთან გასაუბრება 27 ოქტომბერს ჩატარდა. ცნობისთვის, ნატა ძველიშვილი პირველად ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წელს გახდა. ქარტიის წესდების თანხმად აღმასრულებელი დირექტორი 1 წლის ვადით აირჩევა. უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ამის შემდეგ კი ვალდებულია ამ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)