|
2017-10-28 13:47:55, 1284 ნახვა
მინდელის შახტაში, სადაც გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები იკვეთება
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას ამ დრომდე სწავლობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 27 ოქტომბერს მეშახტე დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. „ამ ეტაპისთვის არსებული დასკვნით, იკვეთება უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები. შახტაში სამთო მასის ჩამოშლა მოკვლევის განხორციელებისასაც მოხდა, რის გამოც ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფის მიერ კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება. მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მოკვლევის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი ბექა ფერაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე ხელმძღვანელობენ“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)