10:10 - 14 Aug, 2026
|
2017-10-28 10:59:36, 2508 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან
ტყიბულში, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას სწავლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები უბედური შემთხვევის ადგილზე გუშინვე გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)