|
2017-10-27 19:26:57, 2230 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში, წყაროს უბანში ახალი სკვერი მოეწყო
მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, კოჯორში, წყაროს უბანში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. დასრულებული სამუშაოები, ქ.თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, გელა არჩვაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი ინფრასტრუქტურა, საქანელები, საპარკო სკამები, სანაგვე ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. უახლოეს მომავალში სკვერის სეზონური მცენარეებით გამწვანება მოხდება. გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის კედლისა და ამორტიზირებული 70 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. დაიგო 1 000 კვ. მეტრი ახალი ასფალტის საფარი. 2017 წელს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ მოეწყო 9 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 სკვერს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)