|
2017-10-27 13:20:43, 1943 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს იწყებს
საქართველოს მთავრობა 4 პუნქტიანი სივრცითი განვითარების გეგმის ფარგლებში, შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს იწყებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში დეტალურ პროექტებს წარმოადგენს. „მინდა, ჩამოვთვალო გზები, რომლებიც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შიდა გზები: აჩხოტი- სნო-ახალციხე- ჯუთა, წიწამური- საგურამო- ცხვარიჭამია, სადახლო-ახკერპი, საქართველო-სომხეთს შორის საზღვართან, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვართან არხილოსკალო- სამთაწყარო, წალენჯიხა- ჯვარი-ჯიხაშკარი, გუფთა-ონი, თბილისი-პანტიანი- მანგლისი და მცირე მონაკვეთები, რომელსაც ყველას არ ჩამოვთვლი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)