|
2017-10-27 12:48:06, 1835 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთელ მოსახლეობას და განსაკუთრებით აფხაზებს, აფხაზური ენის დღეს ულოცავს. პრემიერმა მთავრობის ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნას გულისხმობს: „27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე და მინდა, ყველას მოგილოცოთ და განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს. მინდა, გაგაცნოთ ინიციატივა. ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას. ვფიქრობთ, ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, იქნება გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის”,-აღნიშნა საქართველოს პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)