|
2017-10-26 20:12:36, 2185 ნახვა
საზოგადოება
შსს: ნუცუბიძეზე მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარება პირველად პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შშს-დან აცნობეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 17 საათსა და 08 წუთზე მივიდა. "112“-დან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პატრულ-ინსპექტორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თაობაზე შეტყობინება 16:59:18 საათზე განახორციელა. ამავე თემაზე, აღნიშნული მისამართიდან, მომდევნო ზარი მოქალაქის მხრიდან, „112“-ში 16:59:50 საათზე დაფიქსირდა. საპატრულო პოლიციის მიერ „112“-ში ზარის დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 17 საათსა და 08 წუთზე მივიდა", - ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)