|
2017-10-26 17:51:02, 2123 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: საშინელი წელი მქონდა, კარტოფილის მოსავლის გარდა, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა
საშინელი წელიწადი მქონდა, გარდა კარტოფილის მოსავლისა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალა, თორემ არ ვიცი, მოვიდოდა თუ არ მოვიდოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა მიმდინარე წლის მოსავალი ნეგატიურად შეაფასა. „ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა. პამიდორს რაღაც ჭლექი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, ფაქტობრივად კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ჩემი ფინანსური და ოჯახის შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამირღვევია, არც აგროვადები, არც მორწყვა არ დამიკლია, უბრალოდ არ მოვიდა, მოუსავლიანი წელიწადი იყო. რა დამაზღვევდა ამ პროცესში, რა უზრუნველყოფდა იმას, რომ მე შიმშილის ზღვარზე არ გამევლო, მარტო ამაზე რომ ვყოფილიყავი დამოკიდებული, ფაქტობრივად, მე ეს რესურსი ვერ დავინახე. ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ თქვეთან დიალოგისთვის და იმის მოსმენისთვის რა გიჭირთ, რა წარმოადგენს თქვენს მიზნებს", - განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)