09:15 - 14 Aug, 2026
|
2017-10-26 13:35:45, 1895 ნახვა
საზოგადოება
თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს
საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს, - ამის შესახებ Milliyet.tv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეს ჩანთის გახსნა სთხოვეს, თუმცა მან მოთხოვნაზე უარი განაცხადა. მედიის ცნობით, აღნიშნული უარი პოლიციელებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, ჩანთა თვითონ გახსნეს და ბავშვი იპოვეს. როგორც გამოცემა წერს, ბავშვის გადაყვანის მიზეზი დედამისის სანახავად ჩასვლაა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა. ამასთან, ბავშვის ეროვნება უცნობია. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეც და 14 წლის ბავშვიც დაკავებულები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)