|
2017-10-24 16:32:34, 743 ნახვა
ბოკერია ენმ-ს გადაწყვეტილებაზე: ეს არის სერიოზული შეცდომა და ირიბი ხელშეწყობა ივანიშვილის გუნდითვის
,,სრული პოლიტიკური უფლება გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შევაფასოთ, როგორც სერიოზული შეცდომა და ირიბი ხელშეწყობა ივანიშვილის გუნდისთვის დაინერგოს უიმედობა არჩევნების მიმართ’’,-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პარტია არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს. ,,ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული შეცდომა. ჩვენ ყველას გვაქვს საფუძველი აღშფოთების იმ ინსტრუმენტების გამო, რასაც „ოცნება“ იყენებს საარჩევნოდ და მთავარი ინსტრუმენტი მათი არის უიმედობის დანერგვა არჩევნების მიმართ. ჩვენი გადაწყვეტილებებით დემოკრატიულმა ოპოზიციამ არ უნდა შევუწყოთ მათ ხელი. ევროპული საქართველოს პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ ვაპირებდით მხარდაჭერას ნებისმიერი პროდასავლური კანდიდატის მეორე ტურში თბილისში, მათშორის, ვინც არ უნდა ყოფილიყო. გაუგებარია, როცა ყველა ამას ვაპირებდით, ქუთაისი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ მეტი ხმის შეგროვება შეძლო. სამართლებრივად ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია და ამაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა მეორე ტურები მხოლოდ მათ არ მოუპოვებიათ - მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა,’’- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)