|
2017-10-23 16:08:44, 2117 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ ვალკას მერს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ ვალკას მერს, ვენტს არმანდს კრაუკლისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიაში ქართული წარმოების ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ღვინის, და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობების ზრდის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების არსებობის პირობებში საქართველოსთვის ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის, აგრარული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ქალაქ ვალკას მერს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა. როგორც ქალაქ ვალკას მერმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)