07:35 - 14 Aug, 2026
|
2017-10-23 10:11:12, 2281 ნახვა
საზოგადოება
სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, თბილისში, ყველა უბნის მონაცემებით, მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახი კალაძე 51,13%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 17,49%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)